...

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული სისტემა v1.0

ენის მოდელირების ასოციაციის თაოსნობით 2006-2008 წლებში შეიქმნა “ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული სისტემა v1.0“, რომელიც ენის ფორმალიზებულ მოდელს ეფუძნება. იგი შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:
1. ქართული ენის მართლწერის შესამოწმებელი პროგრამა ("სპელჩეკერი")
2. ქართულ კოდირებებს შორის გადამყვანი პროგრამა, რომელსაც იმავდროულად შეუძლია შეცდომით აკრეფილი სიტყვების მონიშვნა და კორექტული გადატანა
3. ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული სახელმძღვანელო
4. ანალიზატორი, რომელიც ადგენს სიტყვის მორფოლოგიას და ამოიცნობს მარტივი გაუვრცობელი წინადადების წევრებს.

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული სისტემა

აქვე შეგიძლიათ ნახოთ პროგრამის ინსტალირებისა და მოხმარების ინსტრუქცია.
ქართული ენის მართლწერის შესამოწმებელი პროგრამა ("სპელჩეკერი") საშუალებას გაძლევთ MS Word-ში, MS Excel-სა და MS PowerPoint -ში შეასწოროთ ორთოგრაფიული შეცდომები, მოახდინოთ სიტყვების კორექტული გადატანა და გადაიყვანოთ ქართული ტექსტი ერთი კოდირებიდან მეორეში. სპელჩეკერი მუშაობს ყველა გავრცელებულ ქართულ კოდირებაში

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული სისტემის შესაქმნელად განხორციელებული სამუშაოები ცალკეულ მოდულებად იყოფა.  თითოეულ მოდულზე დროის სხვადასხვა პერიოდში სპეციალისტთა სხვადასხვა ჯგუფები მუშაობდნენ. ეს მოდულებია:






ენის მოდელირების ასოციაცია დიდ მადლობას უხდის თითოეულ მოდულზე მომუშავე სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის.
იხილეთ შესრულებული სამუშაოების და შესაბამისი სპეციალისტების ნუსხა