გრამატიკა

ნაცვალსახელი ჰქვია ისეთ სიტყვას, რომელიც სახელების
(არსებითის, ზედსართავის, რიცხვითის) ნაცვლად გამოყენება.
გამოიყოფა
ნაცვალსახელთა შემდეგი ჯგუფები:
1.
პირისა: მე - ჩვენ (პირველი პირი), შენ - თქვენ (მეორე
პირი), ის - ისინი (მესამე პირი).
2.
ჩვენებითი: ეს, ეგ, ის, ასეთი, ეგეთი, ისეთი, ამნაირი,
მაგნაირი, იმნაირი, ამისთანა, მაგისთანა, იმისთანა, ამდენი, მაგდენი, იმდენი.
3.
კუთვნილებითი: ჩემი - ჩვენი (პირველი პირის კუთვნილებას
გამოხატავს), შენი - თქვენი (მეორე პირის კუთვნილებას გამოხატავს), მისი - მათი (მესამე
პირის კუთვნილებას გამოხატავს).
4.
კითხვითი: ვინ? რა? როგორი? რანაირი? რამდენი? სადაური?
როდინდელი?
5.
კითხვით-კუთვნილებითი: ვისი? რისი?
6.
მიმართებითი: ვინც, რაც, რომელიც, როგორიც, რამდენიც,
რანაირიც, ვისიც, რისიც, სადაურიც, როდინდელიც.
7.
უარყოფითი: არავინ, ვერავინ, ნურავინ, არაფერი, ვერაფერი,
ნურაფერი, არარა, ვერა, ნურა.
8.
განუსაზღვრელობითი: ვიღაც, რაღაც, რომელიღაც, როგორიღაც,
ვინმე, რამე, რომელიმე, როგორიმე, ერთი, კაცი, ზოგი, ზოგიერთი.
9.
განსაზღვრებით: თვით, თვითონ, თითოეული, ყოველი, ყველა.
ნაცვალსახელმა შეიძლება დაირთოს თანდებული: მათგან,
მათგანი, ჩემთან, შენთან, ჩემთვის, მისთვის, შენსავით...
ზოგიერთი ინფორმაცია ნაცვალსახელთა ბრუნებასთან დაკავშირებით:
პირველი პირის ნაცვალსახელი სახელობითში, მოთხრობითსა
და მიცემითში ფორმას არ იცვლის, მე-ს სახით იქნება წარმოდგენილი. ნათესაობითშია ჩემ-.
ეს „ჩემ“ გვხვდება თანდებულებთან ერთად: ჩემგან, ჩემთვის, ჩემზე...
ჩვენებითი ნაცვალსახელი ცალკე ასე იბრუნვის: ეს, ამა-ნ,
ამა-ს, ამ-ის, ამ-ით, ამა-დ; არსებითთან ერთად: ეს კაც-ი, ამ კაც-მა, ამ კაც-ს, ამ
კაც-ის, ამ კაც-ით, ამ კაც-ად.
კითხვითი ნაცვალსახელი. ვინ: ვინ, ვინ, ვი-ს, ვი-ს,
ვისით, ვისად. რა: რა, რა-მ, რა-ს, რ-ის, რ-ით, რა-დ.
კუთვნილებითი ნაცვალსახელი. მისი ბრუნება არსებითად არ განსხვავდება თანხმოვანფუძიან ზედსართავთა ბრუნებისაგან, იქნება ის ცალკე თუ არსებითთან ერთად: ჩემ-ი მეგობარი, ჩემ-მა მეგობარმა, ჩემ-ს მეგობარს, ჩემ-ი მეგობრ-ის, ჩემ-ი მეგობრ-ით, ჩემ-ს მეგობრ-ად, ჩემ-ო მეგობარ-ო.
წასაკითხი ტექსტიდან გახაზეთ
ნაცვალსახელები
შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P128/1
შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P128/2