გრამატიკა
მოქმედებათა ერთდროულობა, თანამიმდევრობა 
მოქმედების ერთდროულობა ქართულში რთული წინადადების ერთგვარი კონსტრუქციით გადმოიცემა:
იმ დროს, როცა... მაშინ, როცა...
იმ დროს, როცა მთელი
ქვეყანა ზეიმობდა, ლალი ცხარე ცრემლებით ტიროდა...
მაშინ, როცა შენ
გაიმარჯვე, ილიამ ხელი იტკინა...
შესაძლებელია, დროის აღნიშვნა უფრო დაზუსტებულიც იყოს დროის ზმნიზედით:
ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება...
თანამიმდევრობის გადმოსაცემად გამოიყენება (–ის) შემდეგ, მერე, (-ის) წინ კონსტრუქციები:
ცოტა ხნის შემდეგ, ორი დღის მერე... ხუთი თვის წინ, ცოტა ხნის წინ...
-        
	შეადგინეთ
	მოქმედებათა ერთდროულობის, თანამიმდევრობის გამომხატველი 5-5 წინადადება.
	
 -        
	ამოიწერეთ ტექსტიდან
	მოქმედებათა ერთდროულობის, თანამიმდევრობის გამომხატველი წინადადებები.