გრამატიკა
გარდამავლობა
ქართული
ზმნის ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურებაა ის, რომ მას შეუძლია შინაარსობრივად
დაიკავშიროს ერთდროულად ორი, ზოგჯერ კი სამი პირიც კი 
                    მ-ხატავ-ს (ის მე),  გვ-ებრძვი-ს (ის ჩვენ),     
                   გ-წერ-ს
(ის შენ მას), ჰ-კითხა (მან მას ის).     
გრამატიკულად
ზმნასთან შეწყობილი პირებიდან ერთი აუცილებლად სუბიექტია; ობიექტი  პირდაპირია 
ან  ირიბი.        ობიექტის როგორობის გარკვევა აუცილებელია ზმნის  გარდამავლობის დასადგენად.
გარდამავალი
ზმნა სუბიექტის  მიერ  ჩადენილ ისეთ მოქმედებას გამოხატავს, რომელიც
სხვა პირზე (გრამატიკულად პირდაპირ ობიექტზე) გადადის.
                            დედამ წერილი დაწერა;
                            მშენებელმა სახლი ააშენა;
                            მხატვარმა
სურათი დახატა.
ამ
წინადადებებში ზმნა თითო ობიექტს შეიწყობს. სუბიექტის მიერ ჩადენილი მოქმედება
სამივე შემთხვევაში ობიექტზე გადადის, ამიტომაც ეს ობიექტი პირდაპირია.
         წინადადებებში:
            
        დედამ შვილს წერილი მისწერა;
                       მშენებელმა უფროსს სახლი აუშენა;
                 
     მხატვარმა მეგობარს სურათი დაუხატა.
-
ზმნები მისწერა, აუშენა, დაუხატა სამ პირს შეიწყობს - ემატება ირიბი ობიექტი. ეს
ზმნებიც გარდამავალია, იმიტომ რომ მოქმედება გადადის პირდაპირ ობიექტზე.
სამპირიანი ზმნა, საზოგადოდ, პირდაპირ ობიექტსაც შეიწყობს და ირიბსაც, მაშასადამე,
ყოველთვის გარდამავალია.
- მოიძიეთ ტექსტში
	გარდამავალი ზმნები და ამოიწერეთ.