გრამატიკა
მიმართებითი ნაცვალსახელები,
მიმართებითი
ზმნიზედები
მიმართებითი ნაცვალსახელებია: ვინც, რაც, რომელიც, როგორიც, რანაირიც, რამდენიც, ვისიც, რისაც, სადაურიც, როდინდელიც.
მიმართებითი ნაცვალსახელები იწარმოება კითხვითი ნაცვალსახელებისაგან ც (ცა) ნაწილაკის დართვით. მაგ., ვინ, რა, რომელი კითხვითი ნაცვალსახელებია, ვინც, რაც, რომელიც - მათგან ნაწარმოები მიმართებითი ნაცვალსახელები.
მიმართებითი ნაცვალსახელი აერთებს ერთ წინადადებას მეორესთან: 
შემცდარია, ვინც გულს იტეხს.
-        
	მოიძიეთ ტექსტში
	მიმართებითი ნაცვალსახელები.
 
- შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 82P1