გრამატიკა

IDevice Icon

 
 
რთული წინადადება

 

რთულია წინადადება, რომელიც შედგება ორი ან ორზე მეტი მარტივი ან შერწყმული წინადადებისგან და აზრობრივად ერთ მთლიანობას ქმნის. მარტივი წინადადება სიტყვათა შეკავშირების შედეგია, რთული კი - წინადადებათა შეერთების შედეგად მიიღება.

რთულ წინადადებაში შემავალი მარტივი (ან შერწყმული) წინადადებები ცალკეც შეიძლება ვიხმაროთ; მაგალითად, წინადადებაში: „ნაღვერდალს ფერფლი ეყრებოდა და მიდამო იდუმალებით ივსებოდა“ - რთულის შემადგენელი ორივე მარტივი წინადადება ცალკე, დამოუკიდებლად, დასრულებულ აზრს გამოხატავს („ნაღვერდალს ფერფლი ეყრებოდა“. “მიდამო იდუმალებით ივსებოდა.“). თუმცა, ხშირად ასეთი გამოცალკევება შეუძლებელია - რთული წინადადება მხოლოდ მთლიანობაში გამოხატავს დასრულებულ აზრს. წინადადებაში: „დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია“ - მეორე მარტივი წინადადება („სადაც ქარიშხალია“), ცალკე აღებული, უაზრობაა, გაუგებარია; დასრულებულ აზრს მხოლოდ წინა მარტივ წინადადებასთან კავშირში გამოხატავს.

სავარჯიშო:

მოიძიეთ ტექსტში რთული წინადადებები და ამოიწერეთ.