კითხვა / წერა


წაიკითხეთ
ტექსტი
სამხატვრო გალერეაში იმართება
მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, აქ იკრიბებიან მხატვრები და მხატვრობის
მოყვარულები.
შაბათს აქ კიდევ ერთი გამოფენა
გაიხსნა.
გიორგი ჯაფარიძე ახალგაზრდა, მაგრამ უკვე
ცნობილი მხატვარია. მან შარშან დაამთავრა
თბილისის სამხატვრო აკადემია და უკვე მესამე პერსონალური გამოფენა აქვს.
გიორგი ბავშვობიდან ხატავდა.
ექვსი წლისას პირველი გამოფენა ჰქონდა თბილისის სამხატვრო გალერეაში.
სამხატვრო აკადემიაში ის
ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდა. მესამე კურსზე სამხატვრო აკადემიის დარბაზში მისი
ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა–გაყიდვა მოეწყო. ამ გამოფენას
უამრავი დამთვალიერებელი ჰყავდა, მათ შორის იყვნენ ცნობილი მხატვრები. ყველას
ძალიან მოეწონა მისი ნახატები.
მაშინ მისი უამრავი ტილო
გაიყიდა.
ჟურნალშიც დაიწერა რეცენზია მისი
ნამუშევრების შესახებ. გიორგის დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. გამოფენის
შესახებ რეპორტაჟი გავიდა ტელევიზიითაც.
მას შემდეგ გიორგის უამრავი
ახალი ნამუშევარი დაუგროვდა. ის ძალიან ბევრს მუშაობდა და ახლა ამ გამოფენაზე
გამოიტანა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
გამოფენა გაიხსნა შაბათს,
საღამოს ექვს საათზე.
ყველას ძალიან მოეწონა მისი
ნამუშევრები. ძალიან ბევრ დამთვალიერებელს უნდოდა ნახატების ყიდვა, მაგრამ გიორგი
არც ერთი სურათის გაყიდვას არ აპირებდა.
მეგობრები და ახლობლები გიორგის
ულოცავდნენ წარმატებას.
ერთი კვირის შემდეგ გიორგი
ჩეხეთში, პრაღაში, მიემგზავრება, სადაც
იმართება ახალგაზრდა მხატვართა ნახატების გამოფენა–გაყიდვა. გამოფენაზე მისი ხუთი
ნამუშევარი იქნება გამოფენილი: ორი პორტრეტი, ორი პეიზაჟი და ერთი ნატურმორტი.
-
ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ
ლექსიკონში და განმარტეთ.
- ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.
უპასუხეთ კითხვებს:
სად
იმართება ნახატების გამოფენა?
სად
სწავლობდა გიორგი ფერწერას?
რამდენი
წლის იყო გიორგი, როცა პირველი გამოფენა ჰქონდა?
რა
მიზნით მიდის გიორგი ჩეხეთში?
წაიკითხეთ
ტექსტი
ნიკო ფიროსმანი (ფიროსმანაშვილი) დაიბადა სოფელ მირზაანში 1862
წელს. მას ბავშვობიდანვე ძალიან აინტერესებდა
მხატვრობა, თვითონაც ხატავდა, მაგრამ არასოდეს არსად არ უსწავლია. მშობლების
გარდაცვალების შემდეგ იგი თბილისში გადმოვიდა, ხატავდა აბრებს და თავს ამით ირჩენდა. ფიროსმანს
საკუთარი ბინაც კი არ ჰქონდა და თბილისელ მედუქნეებთან ცხოვრობდა. მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს,
პორტრეტებს, სურათებს. ნიკო ფიროსმანი გაჭირვებასა და სიღატაკეში ცხოვრობდა,
გარდაიცვალა 1818 წელს. მისი საფლავი უცნობი დარჩა. ფიროსმანის სიკვდილის
შემდეგ გახდა ცნობილი. მასზე გამოიცა წიგნები, კატალოგები, გადაიღეს ფილმი,
გაიმართა მისი სურათების გამოფენები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. მისი ნახატები
ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აგრეთვე უცხოეთის გალერეებსა
თუ კერძო კოლექციებში.
ფიროსმანი ხატავდა ძველი თბილისის ამსახველ სურათებს, ქეიფებს,
ნატურმორტებს, აბრებს. ძალიან ლამაზია მისი პეიზაჟები, ცხოველები.
ფიროსმანი
ეროვნული მხატვარია. მის შემოქმედებაში ქართული სული ჩანს.
- მოკლედ,
სულ რამდენიმე წინადადებით, აღწერეთ ფიროსმანი.
უპასუხეთ კითხვებს:
სად
დაიბადა ფიროსმანი?
ნასწავლი
ჰქონდა თუ არა ხატვა?
ხატავდა
ფიროსმანი შეკვეთით?
როდის
გარადაიცვალა ფიროსმანი?
სიცოცხლეშივე
გახდა ცნობილი მხატვარი თუ გარდაცვალების შემდეგ?