გრამატიკა
მიზნის გარემოებითია
დამოკიდებული წინადადება, რომელიც გადმოგვცემს მთავარი წინადადების
ზმნა-შემასმენლით გამოხატული მოქმედების მიზან-დანიშნულებას. მისი კითხვებია:
რისთვის? რა მიზნით? მთავარს უერთდება  რ ო
მ  და  
რ ა თ ა  კავშირებით.
მაგ.: მე ჩონგური
მისთვის მინდა,  რ ო მ   სიმართლეს
მსახურებდეს... პატარას დიდი გზა უნდა გაევლო, 
რ ა თ ა  სკოლაში მისულიყო...
მთავარ წიანდადებაში,
ჩვეულებრივ, თხრობითი კილოს ფორმებია, იშვიათად კავშირებითისა, დამოკიდებულში კი -
კავშირებითისა ან თხრობითისა კავშირებითის მნიშვნელობით. 
მთავარსა და
დამოკიდებულ წინადადებაში, ჩვეულებრივ, სხვადასხვა მწკრივის ფორმებია გამოყენებული,
იშვიათად - ერთი და იმავე მწკრივისა.
ა) მთავარ
წინადადებაში აწმყოს მწკრივია, დამოკიდებულში - მეორე კავშირებითისა: ნინო ბევრს
მეცადინეობს, რომ გამოცდაზე კარგი შეფასება 
დ ა ი მ ს ა ხ უ რ  ო ს.
ბ) დამოკიდებულში
მეორე თურმეობითის ფორმაა, მთავარში - თხრობითი კილოს ფორმა წარსული დროისა
(ჩვეულებრივ, წყვეტილი, იშვიათად, უწყვეტელი, ხოლმეობითი): კარი სწრაფად  მ ი ხ უ რ ა , 
რომ სიცივე არ  შ ე მ ო ს უ ლ ი ყ
ო  ოთახში...
გ) მთავარში წყვეტილის
ფორმაა, დამოკიდებულში მეორე კავშირებითისა; მაგ.: ამ უნივერსიტეტში იმიტომ  ჩ ა ა ბ ა რ ა , რომ კარგი განათლება  მ ი ი ღ ო ს .
მიზეზის გარემოებითია
დამოკიდებული წინადადება, რომელიც აღნიშნავს იმის გამომწვევ მიზეზს, რაზედაც
მთავარ წიანდადებაშია ლაპარაკი. მისი კითხვებია: რატომ? რა მიზეზით? რის გამო?
მთავარ წინადადებასთან მას აერთებს: რომ, იმიტომ 
რ ო მ ,   რ ა დ გ ა ნ ა ც ,     ვ ი ნ ა ი დ ა ნ .
მაგ.: გარეთ იმიტომ გამოვიდა, რ ო მ შინ ჯდომა აღარ შეეძლო. ამას ი მ ი ტ ო მ ვაკეთებ, რომ შენთვის კარგი მინდა. უმცროსმა უფროსს უნდა გაუგონოს, ვ ი ნ ა ი დ ა ნ უფროსს მეტი ჭკუა აქვს. მე ამ ოჯახს კარგად ვიცნობდი, რ ა დ გ ა ნ ა ც მეზობლად ვცხოვრობდი...
- დაწერეთ ხუთი რთული ქვეწყობილი წინადადება, სადაც დამოკიდებული
	წინადადება იქნება მიზნის გარემოებითი.
 
- დაწერეთ ხუთი რთული ქვეწყობილი წინადადება, სადაც დამოკიდებული
	წინადადება იქნება მიზნის გარემოებითი.
 
- დაწერეთ ხუთი რთული ქვეწყობილი წინადადება, სადაც დამოკიდებული წინადადება
	იქნება მიზეზის გარემოებითი.