გრამატიკა
გარემოება ჰქვია
წინადადების წევრს, რომელიც გვიჩვენებს, თუ სად, როდის, როგორ, რატომ, რისთვის,
რამდენად, რამდენჯერ ხდება მოქმედება.
გარემოება ჩვეულებრივ
ზმნას უკავშირდება: გვიან მოვედი, ადრე წავიდა...
გარემოებად
გამოყენებულია ზმნიზედა და ბრუნვიანი სიტყვა (სახელი და სახელზმნა).
შინაარსის მიხედვით
გარემოება იყოფა შემდეგ ჯგუფებად: ადგილისა, დროისა, ვითარებისა, მიზეზისა,
მიზნისა.
ადგილის გარემოება
გამოხატავს მოქმედების ადგილს და მიუგებს კითხვაზე: საით? სად? საიდან? საითკენ?
სადამდე?
მაგ.: გ ა რ ე თ  ცივი ქარი ქროდა; ბიჭი მ ა ნ ქ ა ნ ა ს თ ა
ნ  იდგა. სოფლის  ს კ ო ლ ა მ დ ე  ფეხით გაიარა. ანა კ ა ხ ე თ შ ი  წავიდა... 
წინადადებაში დროის
გარემოება მოქმედების დროს აღნიშნავს. მისი კითხვებია: როდის? რამდენ ხანს? რა
ხნიდან? სანამდე?
მაგ.: ხ ვ ა ლ   დიდი დღეა... დ ღ ე ს  ა დ რ ე 
ავდექი. ზ ა მ თ ა რ შ ი  ბეღურებს
სცივათ.  ს ა ღ ა მ ო ს  თეატრში წავიდეთ...
ვითარების გარემოება
გამოხატავს, თუ როგორ ხდება მოქმედება. იგი მიუგებს კითხვებზე: როგორ? რანაირად?
რამდენად? რამდენჯერ?
მაგ.: სოსოს  ძ ა ლ ი ა ნ 
უყვარს ნადირობა.  დღეს  კ ა რ გ ა დ გამოიყურები. მანქანა  ს წ რ ა ფ ა დ 
მიდიოდა. ქალი  მ შ ვ ი დ ა დ  უყურებდა ყველაფერს...
მიზეზის გარემოება
აღნიშნავს მოქმედების მიზეზს. მისი კითხვებია: რატომ? რის გამო? რა მიზეზით?
მაგ.: ბავშვმა  შ ი შ ი ს ა გ ა ნ ტირილი დაიწყო. ს ი ბ ნ ე ლ
ი ს   გ ა მ ო  ვერაფერს ვხედავდი.  შ ი მ შ ი ლ ი ს ა გ ა ნ  შეწუხებული მგლები ყმუოდნენ...
მიზნის გარემოება
გადმოგვცემს მოქმედების მიზანს. მისი კითხვებია: რისთვის? რა მიზნით?
გუშინ ს ა ნ ა დ ი რ ო დ წავედი. ბავშვები დ ა ს ძ ი ნ ე ბ ლ ა დ მოემზადნენ. გიგას ს ა თ ა მ ა შ ო დ ეძახიან...
  
- 
	დაწერეთ ხუთი წინადადება, სადაც იქნება ადგილის გარემოება.
 - 
	დაწერეთ ხუთი წინადადება, სადაც იქნება დროის გარემოება.
 - დაწერეთ ხუთი წინადადება, სადაც იქნება ვითარების გარემოება.