საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი ქვეყნის ეროვნული სიმბოლოებია. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“ შემოღებულია საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 21 მაისიდან. საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორია დავით მაღრაძე, მუსიკა ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილს, რომელიც ჰიმნად გადაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ.

ტექსტში გამოყენებულია ნაწყვეტები ქართველი კლასიკოსების: აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანისა და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან:

„ჩემი ხატია სამშობლო,

სახატე მთელი ქვეყანა,

განათებული მთა-ბარი

წილნაყარია ღმერთთანა.

თავისუფლება დღეს ჩვენი

მომავალს უმღერს დიდებას,

ცისკრის ვარსკვლავი ამოდის,

ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,

დიდება თავისუფლებას,

თავისუფლებას დიდება!“