გრამატიკა

ზმნა შეიძლება იყოს
გარდამავალი ან გარდაუვალი.
გარდამავალია ზმნა,
რომელიც პირდაპირ ობიექტს შეიცავს.
გარდაუვალია ზმნა, რომელსაც
პირდაპირი ობიექტი არ შეეწყობა.
ერთპირიან ზმნაში მხოლოდ
სუბიექტური პირია; სამპირიან ზმნაში ყველა პირია, ე. ი. პირდაპირი ობიექტიც;
ორპირიან ზმნაში სუბიექტურ
პირთან ერთად წარმოდგენილია ერთ-ერთი ობიექტური პირიც: პირდაპირი ან ირიბი, მაშასადამე,
ერთპირიანი ზმნები გარდაუვალია, სამპირიანი - გარდამავალი; ორპირიანი ზმნა ან გარდამავალია,
ან გარდაუვალი.
ირიბი ობიექტი ბრუნვაუცვლელი
ობიექტია. ის ყოველთვის მიცემით ბრუნვაშია.
პირდაპირი ობიექტი ხან
მიცემითშია, ხან სახელობითში.
ვეფერები ბავშვს - მოვეფერე
ბავშვს: ობიექტმა ბრუნვა არ შეიცვალა, ე.ი. ეს არის ირიბი ობიექტი.
ვწერ წერილს - დავწერე
წერილი: ობიექტმა ბრუნვა იცვალა, ე. ი. ეს არის პირდაპირი ობიექტი.
გარდამავალ ზმნას სრული
ასპექტის წარსული დროის ფორმებში მესამე სუბიექტური პირის ნიშნად მრავლობითში -ეს ნიშანი
დაერთვის (და არა -ენ), გარდაუვალს - ნენ.
გარდამავალია: გააკეთ-ეს,
ააშენ-ეს, წაიკითხ-ეს, დახატ-ეს, დაწერ-ეს...
გარდაუვალია: წავიდ-ნენ, დაიმალ-ნენ, გაიქც-ნენ, გაიზარდ-ნენ, დადგ-ნენ...
- დაწერეთ 5 წინადადება, სადაც გამოიყენებთ
გარდამავალ ზმნას.
- დაწერეთ 5 წინადადება, სადაც გამოიყენებთ გარდაუვალ ზმნას.
შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P119/1