_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?

_ თავისუფალ დროს ჩემს ოჯახსა და მეგობრებს ვუთმობ, სტუმრად ვპატიჟებ ახლობლებს ან მე მივდივარ სტუმრად, ზოგჯერ მათთან ერთად მივდივარ კინოში ან თეატრში.

_ კარგია. სუფრასთან იკრიბებით ხოლმე?

_ რა თქმა უნდა, ყოველთვის ვაწყობ განსაკუთრებულ სუფრას. სუფრის მორთვა ჩემი ჰობია.

_ საინტერესო ჰობია. სუფრას როგორ რთავ?

_ ყვავილებით, სანთლებით, ბოსტნეულისაგან ვაკეთებ სხვადასხვა ფიგურას. სადილის შემდეგ ხან ჭადრაკს ვთამაშობთ, ხან კარტს, ხან - ნარდს. ზოგჯერ წაკითხულ წიგნებზე ან ნანახ ფილმებზე ვსაუბრობთ. ამ შაბათს ჩემთან ვიკრიბებით, შემოგვიერთდი.

_ დიდი სიამოვნებით. როგორც ვხედავ, თავისუფალ დროს შინაარსიანად ატარებთ. აუცილებლად მოვალ!