გრამატიკა


გარდამავლობა
ქართული
ზმნის ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურებაა ის, რომ მას შეუძლია შინაარსობრივად
დაიკავშიროს ერთდროულად ორი, ზოგჯერ კი სამი პირიც კი
მ-ხატავ-ს (ის მე), გვ-ებრძვი-ს (ის ჩვენ),
გ-წერ-ს
(ის შენ მას), ჰ-კითხა (მან მას ის).
გრამატიკულად
ზმნასთან შეწყობილი პირებიდან ერთი აუცილებლად სუბიექტია; ობიექტი პირდაპირია
ან ირიბი. ობიექტის როგორობის გარკვევა აუცილებელია ზმნის გარდამავლობის დასადგენად.
გარდამავალი
ზმნა სუბიექტის მიერ ჩადენილ ისეთ მოქმედებას გამოხატავს, რომელიც
სხვა პირზე (გრამატიკულად პირდაპირ ობიექტზე) გადადის.
დედამ წერილი დაწერა;
მშენებელმა სახლი ააშენა;
მხატვარმა
სურათი დახატა.
ამ
წინადადებებში ზმნა თითო ობიექტს შეიწყობს. სუბიექტის მიერ ჩადენილი მოქმედება
სამივე შემთხვევაში ობიექტზე გადადის, ამიტომაც ეს ობიექტი პირდაპირია.
წინადადებებში:
დედამ შვილს წერილი მისწერა;
მშენებელმა უფროსს სახლი აუშენა;
მხატვარმა მეგობარს სურათი დაუხატა.
-
ზმნები მისწერა, აუშენა, დაუხატა სამ პირს შეიწყობს - ემატება ირიბი ობიექტი. ეს
ზმნებიც გარდამავალია, იმიტომ რომ მოქმედება გადადის პირდაპირ ობიექტზე.
სამპირიანი ზმნა, საზოგადოდ, პირდაპირ ობიექტსაც შეიწყობს და ირიბსაც, მაშასადამე,
ყოველთვის გარდამავალია.
- მოიძიეთ ტექსტში
გარდამავალი ზმნები და ამოიწერეთ.