გრამატიკა

IDevice Icon


დროის ზმნიზედებისა და ზმნის დროის ფორმათა

ადეკვატური შეთანხმება

დროის ზმნიხედები, როგორც ვიცით, გამოხატავენ წარსულ, მომავალ და ახლანდელ დროს:

ახლანდელი: დღეს, ახლა, წელს, ამწუთას,

მომავალი: ხვალ, ზეგ, გაისად, მერე, შემდეგ

წარსული: გუშინ, გუშინწინ, შარშან, შარშანწინ, წინათ...

ძალიან მნიშვნელოვანია, ამა თუ იმ დროის გამომხატველ ზმნიზედასთან ზმნის სათანადო დროის ფორმა გამოვიყენოთ: ახლა მოდის, მაგრამ - გუშინ მოვიდა ან ხვალ მოვა... წელს აშენებს, შარშან ააშენა, გაისად ააშენებს...

  • ამოიწერეთ ტექსტიდან დროის ზმნიზედა და მასთან დროში შეთანხმებული ზმნის ფორმები.

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 87P1