კითხვა / წერა


წაიკითხეთ
ტექსტი
ყველა დღესასწაული ძალიან მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს დედის დღე და ახალი წელი.
სამ აპრილს, დედის დღეს, დედას ყვავილებით ვულოცავთ
და მერე სამზარეულოში სადილს ვამზადებთ მე
და ჩემი და. ჩვენ ვცდილობთ, რომ დედას საყვარელი საჭმელები
გავაკეთოთ. მამას დიდი ტორტი მოაქვს
სახლში და ჩვენ ერთად ვუსხდებით სუფრას.
დღეს 31 დეკემბერია. წელიწადის ბოლო დღე. ხვალ უკვე
ახალი წელი დადგება, უფრო სწორად, ამ ღამეს, 12 საათზე, უკვე ახალი წელია.
ახალი წელი დიდი დღესასწაულია.
ყველა ქვეყანაში ძალიან უყვართ მისი აღნიშვნა. ჩვენთანაც, საქართველოში, ახალი
წლისთვის დიდხანს ემზადებიან.
ეს განსაკუთრებული დღეა ყველა
ოჯახისთვის. ამ დღისთვის განსაკუთრებულია
სუფრაცა და რიტუალებიც.
როგორც წესი, ახალ წელს ოჯახის
წევრები ოჯახში ხვდებიან და მერე სხვაგან მიდიან, სტუმრად ან კონცერტზე.
ზოგიერთ ადამიანს ურჩევნია,
რესტორანში შეუკვეთოს მაგიდა და იქ შეხვდეს ახალ წელს, მოისმინოს საახალწლო
კონცერტი.
ზოგი კი, უბრალოდ, ვერ ახერხებს
სამსახურის გამო სახლში ყოფნას.
მაგრამ სადაც არ უნდა
იყვნენ, ერთმანეთს ახალ წელს ულოცავენ.
როგორც უკვე ვთქვი, დღეს 31
დეკემბერია, ჩემს სახლში ყველა საახალწლოდ ემზადება. მამა ახლა მოვიდა ბაზრიდან.
დედა და ჩემი და სამზარეულოში ტრიალებენ, საახალწლო კერძებს აკეთებენ.
საღამოსთვის საახალწლო ფუსფუსი
წყდება. ყველაზე ბოლოს დედა გოზინაყის გაკეთებას იწყებს. გოზინაყი საახალწლო
ტკბილეულია, მას მხოლოდ ახალ წელს აკეთებენ ქართველები. გოზინაყი მზადდება
ნიგვზისა და თაფლისაგან.
გოზინაყი უგემრიელესია. დედა
პირველ ნაჭრებს მე და ჩემს დას გვაძლევს და გვეუბნება: ასე ტკბილად დამიბერდითო.
საახალწლო კერძია საცივიც. მის
გარეშე წარმოუდგენელია საახალწლო სუფრა.
დედამ უკვე გაამზადა გოზინაყი,
დაჭრა და ახლა სუფრის გაშლა დავიწყეთ.
ზუსტად თორმეტ საათზე ჩვენ
ერთმანეთს ვულოცავთ ახალ წელს.
ტელეფონის ზარი არ წყდება.
ახლობლები გვილოცავენ და გვილოცავენ.
ახალ წელს ტელევიზიითაც
საინტერესო გადაცემებია.ზუსტად ერთ საათში ჩემი ბიძა მოდის თავისი ოჯახით
მოსალოცად. ჩვენ ძალიან გვიხარია მათი ნახვა. მერე დეიდაც გვესტუმრება ხოლმე.
მეორე დღეს მამიდასთან მივდივართ
ყველა. მე მამიდას მეკვლე ვარ და პირველი შევდივარ ხოლმე მის სახლში კანფეტებით.
მამიდას უგემრიელესი სუფრა აქვს
გაწყობილი. ჩემს მამიდაშვილებს მეორე ოთახში მივყვები და ნაძვის ხეს ჩემს სათამაშოს ვუმატებ. ეს ჩვენი
ტრადიციაა.
საახალწლო განწყობა ერთ კვირას
გრძელდება.
მე
ძალიან მიყვარს ახალი წლის დღეები.
- ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.
-
ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10
წინადადება.
-
დაწერეთ
მოკლედ, როგორ ხვდებით ახალ წელს თქვენს ოჯახში.
-
უპასუხეთ კითხვებს:
_რომელ დღესასწაულს ეხება ძირითადად ტექსტი?
_რომელ
რიცხვში აღნიშნავენ დედის დღეს?
_ვინ
ამზადებს საჭმელს ამ დღეს ოჯახში?
_რომელ
დღესასწაულზე ამზადებენ გოზინაყს?
_რამდენ
ხანს გრძელდება საახალწლო განწყობა?
_კიდევ რომელი დღესასწაულია ნახსენები ტექსტში?
- შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 64P1
წაიკითხეთ
ტექსტი
საქართველოს
დამოუკიდებლობის დღე
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. ამ დღეს
1918 წლიდან აღვნიშნავთ.
მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1918 წლის 26 მაისს, ეროვნულმა საბჭომ საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა.
ეს დამოუკიდებლობა საქართველომ სამი წლის შემდეგ, სამწუხაროდ, დაკარგა.
1991 წლის 31 მარტს
საქართველოში ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი. საქართველოს მოსახლეობის გადაწვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაიბრუნა. 1991 წლიდან მოყოლებული 26 მაისს ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კვლავ ზეიმობს. ეს საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის
დღესასწაულია.
- მოიძიეთ საკვანძო (მთავარი) წინადადება ტექსტში და
გადმოეცით, რა დღესასწაულია 26 მაისი.
-
უპასუხეთ
კითხვებს:
_როდის
გამოცხადდა საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად?
_რამდენ
ხანში დაკარგა საქართველომ დამოუკიდებლობა მეოცე საუკუნის დასაწყისში?
_ვისი
დღესასწაულია ოცდაექვსი მაისი?