კითხვა / წერა


წაიკითხეთ
ტექსტი
ყველა ადამიანს თავისი გატაცება
აქვს. დასვენების დროს ზოგი ხატავს, ზოგი უკრავს, კითხულობს, ზოგიც საჭმელების
მომზადებითაა დაკავებული, ზოგი ადამიანი კი
მარკების, საათების, სურათების კოლექციას აგროვებს. ასეთ გატაცებას ჰობის
უწოდებენ.
მეც მაქვს ჩემი ჰობი. როცა ჩემს
სამსახურსა და საქმეზე არ ვფიქრობ, ძალიან მიყვარს ქარგვა. უამრავი ნაქარგი მაქვს.
ვქარგავ ყველგან: ჩემს სახლში, მეგობრების სახლში.
ჩემი მეგობრები ჩემს გატაცებას
მომაბეზრებელს უწოდებენ. არ უყვართ, როცა მე საქარგით ხელში ვხვდები მათ ჩემს
სახლში ან მათთან მივდივარ. ასე ჰგონიათ, რომ ყურადღებას არ ვაქცევ.
სამაგიეროდ, ძალიან მოსწონთ ჩემი
ნაქარგები და უხარიათ, როცა რამეს ვუქარგავ და ვჩუქნი მათ.
ისე, ჩემს მეგობრებსაც აქვთ
თავიანთი ჰობი. მარიამი სხვადასხვა ქვეყნის ფულის კუპიურებს აგროვებს. ნიკას
მაჯისა და კედლის საათების კოლექცია აქვს.
თამარის ჰობი კულინარიაა. ის
უგემრიელეს კერძებსა და ნამცხვრებს ამზადებს. მის სახლში მუდმივადაა ნამცხვარი ან
ტორტი.
გიორგის ჰობი მუსიკაა.
დასვენების დროს ის და მისი მეგობრები ავტოფარეხში იკრიბებიან, თვითონ ქმნიან მუსიკას,
უკრავენ სხვადასხვა ინსტრუმენტზე.
ნინოს ჰობი მოგზაურობაა.
წელიწადში ორჯერ ტურისტულ საგზურს იღებს და
სამოგზაუროდ მიდის საზღვარგარეთ. წლის განმავლობაში კი, დასვენების
დღეებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს.
აი, ირაკლის კი დასვენების
დღეებში სახლიდან გამოსვლა არ უყვარს, ის წიგნის კითხვითაა გატაცებული. ზის თავის
სავარძელში და სულ კითხულობს.
ერთი სიტყვით, ყველას ჩვენი
გატაცება გვაქვს, ჩვენი ჰობი.
ყველას თავისი ჰობი მიაჩნია
საინტერესოდ, მათ შორის _ მეც.
ვფიქრობ, რომ არ არსებობს
ადამიანი, რომელსაც თავისი ჰობი არა აქვს. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ მისი ჰობი
არის მისი პროფესია, მისი საქმე.
- ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.
- ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10
წინადადება.
- უპასუხეთ კითხვებს:
რა
არის ნიკას ჰობი?
ვინ
არის გატაცებული კულინარიით?
შეიძლება
თუ არა კითხვა იყოს ჰობი?
სად
მიდის წელიწადში ორჯერ ნინო?
- შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 61p1