გრამატიკა


ზედსართავი სახელი არსებითთან ერთად (მსაზღვრელ–საზღვრული)
ასე იბრუნება:
სახ. მაღალ-ი
სახლ-ი
მოთხ. მაღალ-მა
სახლ-მა
მიც. მაღალ
სახლ-ს
ნათ. მაღალ-ი
სახლ-ის
მოქმ. მაღალ-ი
სახლ-ით
ვით. მაღალ
სახლ-ად
წოდ. მაღალ-ო
სახლ-ო
მსაზღვრელ
სახელს სამ ბრუნვაში (სახელობითში, მოთხრობითსა და წოდებითში) სრულად ერთვის
ბრუნვის ნიშნები (მაღალ-ი სახლ-ი, მაღალ-მა
სახლ-მა, მაღალ-ო სახლ-ო); ორ ბრუნვაში (მიცემითსა და ვითარებითში) საერთოდ არ
დაერთვის ნიშანი (მაღალ სახლ-ს, მაღალ
სახლ-ად), ნათესაობითსა და მოქმედებითში კი – მხოლოდ ბოლოსართი –ი (მაღალ-ი სახლ-ის, მაღალ-ი სახლ-ით).
თუ
მსაზღვრელი სახელი ხმოვანზე ბოლოვდება, იგი საერთოდ არ იცვლება ბრუნებისას.
შევადაროთ:
სახ. დიდ-ი ფულ-ი / პატარა რვეულ-ი
მოთხ. დიდ-მა
ფულ-მა / პატარა რვეულ-მა
მიც. დიდ ფულ-ს პატარა / რვეულ-ს
ნათ. დიდ-ი ფულ-ის / პატარა რვეულ-ის
მოქმ. დიდ-ი ფულ-ით / პატარა რვეულ-ით
ვით. დიდ ფულ-ად / პატარა რვეულ-ად
წოდ. დიდ-ო
ფულ-ო / პატარა რვეულ-ო
- შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 52P2
- შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 52P3