გრამატიკა


სტატიკურია ზმნა, რომელიც გამოხატავს მოქმედების შედეგს: მთებს ნისლი აფენია;
აქ ყველაფერი წერია; კედელზე ლამაზი სურათი ხატია...
დინამიკური ზმნები ბევრია, სტატიკური - ცოტა.
სტატიკურ ზმნებს მთელი
რიგი თავისებურებები ახასიათებს უღლებისას: ჯერ ერთი, ისინი პირველ და მეორე პირში მეშველ ზმნას დაირთავენ (–ვარ,
–ხარ); გარდა ამისა, სტატიკური ზმნები
განსხვავებულად აწარმოებენ წარსული და მომავალი დროის ფორმებს:
ახლანდელი
დრო |
ხატ–ი–ა |
წერ–ი–ა |
ა–ფენ–ი–ა |
მომავალი
დრო |
ე–ხატ–ებ–ა |
ე–წერ–ებ–ა |
ე–ფინ–ებ–ა |
წარსული
დრო |
ე–ხატ–ა |
ე–წერ–ა |
ე–ფინ–ა |
- მოიძიეთ
სტატიკური ზმნები ტექსტში, ამოიწერეთ და აღნიშნეთ, რომელი დროის ფორმაა.