კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը

Mətni oxuyun:

გიორგი მეცხრე კლასში სწავლობს. გიორგის და, თეკლა, მეოთხე კლასშია. გიორგი და თეკლა სკოლაში ერთად დადიან. ნახევარი გზა გიორგი მიდის წინ, ნახევარი გზა – თეკლა.

გიორგის პირველი გაკვეთილი ქართული აქვს. თეკლას – მათემატიკა. გიორგი ქართულის გაკვეთილზე ლექსს იტყვის. ლექსი დიდია: გიორგიმ მესამედი ზეპირად ისწავლა, დანარჩენი – მოყოლით.

თეკლას ოცდამეხუთე პარაგრაფი აქვს, ისიც კარგად არის მომზადებული. ამ გაკვეთილზე რიგობითი და წილობითი რიცხვითი სახელები უნდა ისწავლონ.

დღეს პირველი მარტია და მალე არდადეგები იწყება. თოთხმეტ მარტს ისევ დაიწყებენ სწავლას. გიორგი და თეკლა ისევ ერთად წავლენ სკოლაში.

 

 უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

რომელ კლასშია გიორგი?

რომელ კლასშია თეკლა?

სად დადიან ერთად თეკლა და გიორგი?

მერამდენე გაკვეთილი აქვს ქართული გიორგის?

რა გაკვეთილი აქვს პირველი თეკლას?

რომელ პარაგრაფს სწავლობს მათემატიკაში თეკლა?

რა უნდა ისწავლოს გაკვეთილზე თეკლამ?

როდის ეწყებათ არდადეგები თეკლას და გიორგის?

 

 

ამოიწერეთ ტექსტიდან რიგის აღმნიშვნელი სახელები.

Տեքստից դո՛ւրս գրեք թվային կարգ ցույց տվող անունները:

Mətndən sıra bildirən sözləri köçürün.

 

 

ამოიწერეთ ტექსტიდან მთელის ნაწილის აღმნიშვნელი სახელები.

Տեքստից դո՛ւրս գրեք ամբողջի մաս ցույց տվող անունները:

Mətndən tamın hissəsini bildirən sözləri köçürün.

 

 

დაწერეთ ტექსტის მოკლე შინაარსი.

Գրե՛ք տեքստի համառոտ բովանդակությունը:

Mətnin qısa məzmununu yazın.

 

შეასრულეთ წერითი დავალება

Կատարեք գրավոր առաջադրանքը

Yazılı tapşırığı yerinə yetirin
15-P1